ყვითელი ამბები

„რა მიზანს ემსახურება ეს ვიდეო?“ - მადონას შეცვლილ გარეგნობას სოცქსელებში განიხილავენ

მადონას რადიკალურმა ცვლილებამ სოციალური ქსელების მომხმარებლები შოკში ჩააგდო.
Sputnik
63 წლის პოპ-ვარსკვლავმა მადონამ „ტიკ-ტოკზე“ უცნაური ვიდეო გაავრცელა, რომელიც ინტერნეტ-სივრცეს ვირუსულად მოედო. თხუთმეტწამიანი ვიდეო მან „გრემის“ დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო.
ეპატაჟური არტისტი კამერასთან ძალიან ახლოს მოდის და ხელმომწერებს ჰაეროვან კოცნას უგზავნის. ვიდეომ მომღერლის გულშემატკივრებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მისი ცნობა შეუძლებელია.
მთავარი კითხვა ახლა ის არის, ეს ფილტრია თუ წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის შედეგი. „რა გაუკეთე საკუთარ თავს?!“, „მისი ფსიქიკური მდგომარეობა მაღელვებს“, „რა მიზანს ემსახურება ეს ვიდეო?“ – წერენ კომენტარებში.