თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს რუსეთის გარიცხვას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან (UNHRC), განაცხადა აშშ-ის ელჩმა საერთაშორისო ორგანიზაციაში ლინდა თომას-გრინფილდმა მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის არმია ქალაქ ბუჩაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვაში დაადანაშაულა.
„რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში არის ფარსი. და ეს არასწორია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმა მისცეს მის გარიცხვას“, — ციტირებს Reuters თომას-გრინფილდის განცხადებას.
აღინიშნება, რომ რუსეთი UNHRC-ში მონაწილეობას შეიძლება ჩამოაშორონ, თუ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მსგავს გადაწყვეტილებას ქვეყნების ორი მესამედი დაუჭერს მხარს.
24 თებერვლიდან დღემდე, რაც რუსეთმა „სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით, გაეროს გენასამბლეამ უკვე ორი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც რუსეთის ქმედებებს გმობს – 193-დან 140 ხმით.