თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო სამუზეუმო ფონდების შევსებას აგრძელებს.
პროექტის პირველ ეტაპზე (2021 წლის აგვისტო) სამინისტრომ შეიძინა 25 ქართველი მხატვრის 37 ნამუშევარი, რომლებიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდში განთავსდება.
ესენი არიან მხატვრები დავით ალექსიძე, ბესიკ არბოლიშვილი, იური ბერიშვილი, ლევან ჩოგოშვილი, ზურაბ გიკაშვილი, გია გუგუშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, დავით კრაწაშვილი, ჯემალ კუხალაშვილი და სხვ.
კულტურის სამინისტრომ მუზეუმის ფონდების შევსება 30-წლიანი წყვეტის შემდეგ 2021 წელს დაიწყო. აღნიშნულია, რომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო პროექტის „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება" ფარგლებში.