ყვითელი ამბები

„ჩემი ბედნიერება“ - ქეთა თოფურია ახალ ფოტოს აქვეყნებს

ქეთა თოფურიას მისაბაძი ოჯახი ჰყავს. შვილებთან და ქმართან ერთად მომღერალი მოსკოვის გარეუბანში, ძვირადღირებულ ვილაში ცხოვრობს.
Sputnik
ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში დუბაიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე პატარა ადამი და ოლივია ქვიშაში თამაშობენ. „ჩემი ბედნიერება“ – დაასათაურა მომღერალმა ფოტო.
ქეთა თოფურიას ორი შვილი ჰყავს, გოგონა ოლივია მას ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ოლივია უკვე გაიზარდა და წელს სკოლაშიც წავიდა. ის დედასთან ერთად ხშირად ჩნდება და მასთან ერთად ფოტოსესიებშიც სიამოვნებით მონაწილეობს.
ქეთას მეორე შვილი ადამია, რომელიც მან ბელარუსელი ბიზნესმენისგან ლევ დენგოვისგან გასული წლის იანვარში გააჩინა. ქეთა დიდი ხანი ასაიდუმლოებდა ორსულობას და დღემდე არ აჩენს პატარა ადამის სახეს. სავარაუდოდ, მომღერალი ადამს ვარსკვლავური გამოჩენისთვის ამზადებს და მას საზოგადოება პირდაპირ ჟურნალის ყდებიდან იხილავს.