პენტაგონი ბუჩაში მასობრივი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევის მიერ გამოქვეყნებული ყველა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ რაიმე სახის დანაშაულს ასახავს, არის „მორიგი პროვოკაცია“.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. აშშ-ს არ გააჩნია დამოუკიდებელი დადასტურება მრავალრიცხოვანი მსხვერპლისა უკრაინის ქალაქ ბუჩას სამოქალაქო მოსახლეობაში, განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

„პენტაგონს არ შეუძლია დამოუკიდებლად და ცალსახად დაადასტუროს ეს, მაგრამ ჩვენ ასევე არ შეგვიძლია უარვყოთ ეს პრეტენზიები. ჩვენ ვხედავთ იმავე სურათს, როგორც თქვენ. ეს ღრმად შემაშფოთებელია", – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ და მასმედიამ გაავრცელეს ვიდეო, რომელიც კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაშია გადაღებული. კადრებზე აღბეჭდილია დაღუპულთა ცხედრები ქალაქის ქუჩებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევის მიერ გამოქვეყნებული ყველა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ რაიმე სახის დანაშაულს ასახავს, არის „მორიგი პროვოკაცია“.
რუსეთის სამხედრო უწყებაში ამტკიცებენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული დასახლებული პუნქტი რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარებოდა, არცერთი ადგილობრივი მცხოვრები არ დაშავებულა რაიმე ძალადობრივი ქმედების შედეგად.