ბამბლ-ყავა: ყველაზე პოპულარული ყავის რეცეპტი - ვიდეო

Sputnik
სოციალურ ქსელებში ახლა ძალიან პოპულარული გახდა ყავის რეცეპტი, რომელმაც ლამის დაიპყრო მსოფლიო.
ასეთი ყავა ხუთიოდე წუთში მზადდება, სიამოვნება კი მთელი დღე გარანტირებული გაქვთ.
ახალ სასმელს ბამბლ-ყავა ეწოდება და ის ესპრესოსა და ფორთოხლის წვენისგან შედგება. ასეთი ნაზავი მართლაც რომ იდეალურია გაზაფხულ-ზაფხულში: ფორთოხალი ატონიზირებს, ყავა კი ახალი დღისთვის აფხიზლებს ორგანიზმს.
ასე რომ, დროა გადმოიღოთ ლამაზი, გამჭვირვალე ჭიქა და ბამბლ-ყავის დილის რიტუალი მოიწყოთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

150 მლ ფორთოხლის წვენი;
20 მლ სიროფი (ჯობს კარამელისა);
50 მლ ესპრესო (ან ამერიკანო, ან სულაც ჩვეულებრივი ხსნადი ყავა);
3-4 კუბი ყინული;
ფორთოხლის ნაჭერი დეკორისთვის (აუცილებელი არ არის).

მომზადების წესი

ჩაასხით მინის ჭიქაში კარამელი (შეგიძლიათ ჭიქის კედლებზე „მოატაროთ“);
ჩაყარეთ ყინულის კუბიკები;
დაასხით ფორთოხლის წვენი (ახლად გამოწურული საუკეთესო იქნება);
სულ ბოლოს კი ზემოდან მოასხით ყავა.
ესაა და ეს — უგემრიელესი და პოპულარული ბამბლ-ყავა მზადაა.

გემრიელად მიირთვით!