დედაქალაქის მერის კახა კალაძისა და მისი მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტო სოციალურ ქსელში კახა კალაძემ განათავსა.
თბილისის მერის მიმდევრები სხვადასხვა ქვეყნიდან აღნიშნავენ, რომ ანუკი შეუდარებლად გამოიყურება.
„თქვენ სასწაულები ხართ“, „იდეალური წყვილი საქართველოში“, „მილანის ლეგენდა“, „თქვენზე ლამაზი წყვილი ბუნებაში არ არსებობს”, – წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.
ზაფხულში წყვილი ქორწინების 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს.