მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან გაემგზავრნენ, მეუღლეების ახალი ადგილსამყოფელის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ახლა კი დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ალა და მაქსიმი ისრაელში იმყოფებიან, სადაც მათ წლების წინ შეიძინეს უძრავი ქონება.
მასმედიაში წერენ, რომ გალკინი და პუგაჩოვა შვილებისთვის სკოლას აქტიურად ეძებენ. მეტიც, ცნობილი ხდება, რომ სამსახურს ეძებს რუსული ესტრადის პრიმადონაც, ისევე, როგორც თავად გალკინი.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ალას ისრაელის ტელევიზიამ მუსიკალური შოუს წაყვანა შესთავაზა.