თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმა, ქარი და ზოგან თოვლიც კი არის მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების ცნობით, 4-6 აპრილს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურის შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.