გარყვნილი ქმედება შვილების და ძალადობა ცოლის მიმართ: კახეთში მამაკაცი დააკავეს

ბოროტმოქმედს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. კახეთში პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
მამაკაცს ბრალად ედება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის გაუპატიურება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემა, მუქარა, თვითმკვლელობამდე მიყვანა და წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ 29 წლის მეუღლეზე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. გარდა ამისა, ბრალდებული მეუღლეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-137 - მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-126 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11'-115 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11'-141 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.