თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავთან, მდინარე ლეხიდარში მოზარდს ეძებენ, ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, 17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მომხდარისთანავე მის საშველად მდინარეში მამაკაცი შევიდა, რომელიც მალევე ამოვიდა, ხოლო მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
სოფელ ლეხიდრისთავში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები არიან ჩართული.
წყარო - „რუსთავი2“