გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ჰაერის ტემპერატურის მატების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალოა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აიკრძალა.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.