თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
ელექტრონული კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის 14-ვე უბანზე ჯინჭარაძემ ხმების 69% (7190) მოიპოვა, ხოლო მისმა ოპონენტმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“, მათე ფუტკარაძემ - 31% (3222).
ბათუმში არჩევნების ჩატარება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო გახდა საჭირო.