თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ჯგუფმა Circus Mircus წარადგინა კლიპი სიმღერაზე Lock Me In, რომლითაც ის საქართველოს „ევროვიზია-2022“-ზე წარადგენს.
ჯგუფმა თავის სტილს არ უღალატა, განაგრძო ცირკის თემა და წარმოადგინა კლიპი კაშკაშა, ექსტრავაგანტული კოსტიუმებით.
მთავარ როლში უტა ბექაია გვევლინება, რომელიც კლოუნის კოსტიუმში ცირკის არენაზე მღერის. მასთან ერთად ჩნდებიან საცირკო თემატიკის სხვა პერსონაჟებიც.
Circus Mircus სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2022“ მეორე ნახევარფინალში 12 მაისს მეხუთე ნომრით წარდგება.
ჯგუფი 2020 წელს დაარსდა და მას შემდეგ 11 მუსიკალური კომპოზიცია გამოუშვა სხვადასხვა ჟანრში.
წელს „ევროვიზიის“ კონკურსში, რომელსაც ტურინი მასპინძლობს, 41 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მასშტაბური შოუ ტურინში 10, 12 და 14 მაისს ჩატარდება.