თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ქუთაისში ახალგაზრდა ქალმა 45 წლამდე მამაკაცს ყელი გამოჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. ქალმა მამაკაცს დაზიანება ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა. ის შემთხვევის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.
წყარო: რუსთავი2