ყვითელი ამბები

ნინუცა ორჯონიკიძემ მილიარდერი ქმარი გამოაჩინა - ფოტოები

Sputnik
ტელეწამყვანი ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის, მილიარდერ სოსო ორჯონიკიძის რძალია. ის წლებია გათხოვილია და ერთი შვილი ჰყავს, ბიჭი, რომელიც სკოლის მოსწავლეა.
ნინუცა სოციალურ ქსელებში ძირითადად საკუთარი აქტივობების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს ხოლმე, მას უამრავი მიმდევარი ჰყავს. ქალი მოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მიმდევრად მიიჩნევა თბილისში, ითვლება, რომ მას ძალიან კარგი გემოვნება აქვს. ის იშვიათად აქვეყნებს მეორე ნახევართან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა ახლახან გამონაკლისი დაუშვა.
ტელეწამყვანმა სიმპათიურ მეუღლესთან ერთად გადაღებული ორი ფოტო გამოაქვეყნა და მას დაბადების დღე სწორედ ასეთი სიტყვებით მიულოცა: „დაბადების დღეს ვულოცავ ამ სიმპათიურ მამაკაცს“. პოსტის ქვეშ წყვილისადმი კეთილი სურვილებით გამსჭვალული უამრავი კომენტარის ამოკითხვა შეგიძლიათ.