ცნობილი მსახიობი დემი მური ცნობილ შეფ-მზარეულს დენილე ჰამს ხვდება. ინფორმაციას Page Six-ი ავრცელებს.
ინსაიდერის განცხადებით, ისინი უკვე რამდენიმე თვეა ერთად არიან. 59 წლის მური და 46 წლის ჰამი პაპარაცებმა ქუჩაში სეირნობისა და ღონისძიებაზე ყოფნის დროს გადაიღეს.
დემი მური სამჯერ იყო ქორწინებაში. დემი და ფრედი მურები ქორწინებაში 1980-85 წლებში იყვნენ. The Ghost-ის ვარსკვლავი ბრიუს უილისზე 1987 წელს დაქორწინდა, რომელთანაც სამი გოგო ეყოლა.
2000 წელს დემი მური და ბრიუს უილისი ერთმანეთს დაშორდნენ, ხუთი წლის შემდეგ კი მსახიობი 16 წლით უმცროს ეშტონ კატჩერზე დაქორწინდა. კატჩერი და მური ერთმანეთს 2013 წელს დაშორდნენ.