COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 407: 1 აპრილის კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.648.653 ადამიანი; ჩატარებულია 2.861.255 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.625 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 407-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.648.653-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.648.653 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.303), გარდაიცვალა – 16.748 (ბოლო 24 საათში – 3). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 524 პაციენტი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.788 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.485, PCR–ტესტით – 2.303.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,79%, ბოლო 14 დღის – 3,2%, ბოლო 7 დღის – 2,57%.
სულ ჩატარებულია 2.861.255 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.625 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.