ყვითელი ამბები

ლიზა ჩიჩუამ ბრეკეტები მოიხსნა - ნახეთ ირაკლი მაქაცარიას რეაქცია - ვიდეო

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია.
Sputnik
20 წლის ლიზა ჩიჩუამ, რომელმაც იუბილე რამდენიმე დღის წინ გრანდიოზულად აღნიშნა, ბრეკეტების მოხსნა გადაწყვიტა და სპეციალური ვიდეოც ჩაწერა, სადაც მისი შეყვარებულის, ტელეწამყვანის და ბიზნესმენის ირაკლი მაქაცარიას რეაქციაა დაფიქსირებული.
ვიდეოში ჩანს, როგორ გაიხარა ლიზამ სარკეში ჩახედვისას, არანაკლებ ბედნიერი იყო მისი რჩეულიც.
წყვილმა ურთიერთობა დაახლოებით ერთი წლის წინ გაასაჯაროვა. ირაკლი ლიზაზე 17 წლით უფროსია, თუმცა, როგორც ჩანს, ასაკობრივი სხვაობა წყვილის ჰარმონიას ხელს არ უშლის.