ყვითელი ამბები

„რა არის შეუძლებელი, სრულფასოვანი ქალი ვარ“ - ვისგან იყო „ორსულად“ კესარია აბრამიძე?

კესარია აბრამიძემ საიდუმლოს ფარდა ახადა.
Sputnik
ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ გაამხილა, რომ ერთ-ერთი პარტნიორი მამაკაცი დაარწმუნა იმაში, რომ ორსულად იყო.
როგორც კესარიამ აღნიშნა, ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც სქესი შეიცვალა და წამყვანის გაოცებულ კითხვაზე, როგორ მოახერხა ეს, კესარიამ აღნიშნა, რომ სრულფასოვანი ქალია და შეუძლებელი არაფერია, თუმცა ყველაფერი ხუმრობა იყო და მეტი არაფერი.
„ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში დამიდო ორსულობის ტესტი. ყველაფერი ხუმრობა იყო“, – აღნიშნა კესარიამ.