მომღერალი დათუნა მგელაძე მცირე ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძეა. შეხმატკბილებული წყვილი თაფლობის თვეს საფრანგეთის დედაქალაქში ატარებს. ახლახან ნინო ფუტკარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მეუღლესთან ერთად ეიფელის კოშკის ფონზე პოზირებს.
წყვილი სექტემბერში დაინიშნა და წვეულება ბათუმში, ნინოს ოჯახში გადაიხადა, ხოლო ღონისძიება სახლის ეზოში, ყველა რეგულაციის დაცვით შედგა.