თბილისი, 30 მარტი — Sputnik. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გაძევება სახიფათო პრეცედენტი იქნება, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა ბრიფინგზე.
„ეს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. ისინი ადგენენ წესებს იმ ორგანიზაციისთვის, რომლის წევრიც არიან. როგორც მანამდე ვთქვი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონტექსტში, არსებობს გარკვეული შფოთვები საშიში პრეცედენტის შექმნასთან დაკავშირებით“, — თქვა დიუჟარიკმა.
მანამდე არაერთმა ამერიკელმა სენატორმა მოუწოდა თეთრ სახლს, წამოაყენოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის ინიციატივა.