თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 553 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 233 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 84, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 46, შიდა ქართლი – 40, გურია – 26, აჭარა – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19, ქვემო ქართლი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 7.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.021 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.623.453-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 9 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.739-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 7.578 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 555 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 310 იმერეთში – 98, აჭარაში – 42.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 140 პირი, მათ შორის, თბილისში – 81, იმერეთში – 20, აჭარაში – 20.
7.023 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 553-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.647.796-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.