თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ყვარლის რაიონში, სოფელ ჭიკაანიდან 1 კილომეტრში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ბიძგები თბილისის დროით 15:27 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.