რა ნომრით გამოვა საქართველო „ევროვიზია-2022“-ზე

წელს მასშტაბური შოუ იტალიის ქალაქ ტურინში 10, 12 და 14 მაისს გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ქართული ჯგუფი Circus Mircus სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2022“ მეორე ნახევარფინალში 12 მაისს მეხუთე ნომრით წარდგება.
მონაწილეების განრიგს ევროფესტივალის პროდიუსერები ადგენენ. წელს მასშტაბური შოუ ტურინში 10, 12 და 14 მაისს ჩატარდება.
Circus Mircus კონკურსზე საქართველოს წარადგენს სიმღერით Lock Me In, რომელმაც მსმენელში დადებითი გამოხმაურება მოიპოვა.
ჯგუფი Circus Mircus
ჯგუფი 2020 წელს დაარსდა და მას შემდეგ 11 მუსიკალური კომპოზიცია გამოუშვა სხვადასხვა ჟანრში.

„Circus Mircus-ის უნიკალური ჟღერადობა ბევრ ჟანრს მოიცავს და ასახავს ჯგუფის თითოეული მონაწილის შინაგან სამყაროსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედია მუსიკალური ჩარჩოების სრული უარყოფა“, – ნათქვამია ევროვიზიის ვებ-გვერდზე.

წელს „ევროვიზიის“ კონკურსში, რომელსაც ტურინი მასპინძლობს, 41 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.