ყვითელი ამბები

დათო ხუჯაძის გოგონა სამი თვის გახდა - ნახეთ ვის ჰგავს ბავშვი - ფოტოები

46 წლის მომღერალი ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა.
Sputnik
დათო ხუჯაძისა და ეკა დალაქიშვილის გოგონა - ილა დღეს სამი თვის გახდა. ბედნიერმა დედიკომ მისი ფოტოსესია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორი ლამაზი გოგონა ჰყავთ ჯგუფ „სახის“ წევრსა და მის მეორე ნახევარს.
ცოტა ხნის წინ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ეკა დალაქიშვილი ამბობდა, რომ თავიდან ცოტა ეშინოდა, როგორ გაუმკლავდებოდა დედობას და ახალშობილის მოვლას, თუმცა ყველაფერი კარგად მიდის.
46 წლის მომღერალმა ცოტა ხნის წინ მეორედ იქორწინა. საზოგადოებამ ამის შესახებ მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში მეორე ნახევრის ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ გაიგო. დათო ხუ­ჯა­ძემ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე აე­რო­პორ­ტში გა­იც­ნო, სა­დაც ქალი სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და.