ყვითელი ამბები

დალი ჩიტალაძეს დაბადების დღეს დონატელა და ჯანი ვერსაჩეების ძმა ულოცავს - ვიდეო

დალი ჩიტალაძე სოციალურ ქსელში ცნობილი ვერსაჩეების გვარის წარმომადგენლის ვიდეოს აქვეყნებს.
Sputnik
დღეს მოდის კრიტიკოსისა და ბლოგერის დალი ჩიტალაძის დაბადების დღეა. მას საკუთარი ბლოგის გუნდმა უდიდესი სიურპრიზი გაუკეთა და მოახერხა, რომ მისთვის იუბილე დონატელა და ჯანი ვერსაჩეების ძმას, სანტოს მიელოცა.
დალიმ ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი მიიღო, რადგან დაბადების დღე ჯანისა და დონატელას ძმამ სანტო ვერსაჩემ მიულოცა.