ბაღდათში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისმერეთში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
წინასწარი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გზიდან გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 25 და 35 წლის ასაკის მამაკაცები არიან.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.