ყვითელი ამბები

„გვაქვს საოცარი სიურპრიზი“ - ალეკ ბოლდუინი მერვე შვილს ელოდება

ალეკ ბოლდუინის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა.
Sputnik
ალეკ ბოლდუინი უკვე ხუთი თვეა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გადაღებების დროს მასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევის შესახებ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მსახიობი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ამჯერად კი 63 წლის ბოლდუინის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ის და მისი 38 წლის მეუღლე ჰილარი მეშვიდე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ჰილარიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ბევრი აღმასვლისა და ვარდნის შემდეგ ჩვენ გვაქვს საოცარი სიურპრიზი, შემოდგომაზე კიდევ ერთი ბოლდუინი მოევლინება სამყაროს“, – წერს ჰილარი და ვიდეოს ავრცელებს.
ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან რეზონანსული შეფასებები მოჰყვა. „კარგი მიზანი აქვს“, „საოცარი მამაკაცია“, „ახლა ამის დრო იყო?“, „ჯერ სულ რაღაც ხუთი თვეა გასული ჰატჩინსის გარდაცვალებიდან“, – წერენ კომენტარებში.
ალეკ ბოლდუინისთვის ეს მერვე შვილი იქნება, პირველი ქორწინებიდან მას 26 წლის ქალიშვილი ჰყავს.