ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

პირველადი დათვალიერებით, ცხედარს დაზიანება არ აღენიშნება.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამვლელებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა სოფელ ინგირში, სასაფლაოს მიმდებარედ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს დაზიანება არ ეტყობოდა. ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. პიროვნების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
სავარაუდოდ, მამაკაცი ორი დღის გარდაცვლილია.
ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.