ყვითელი ამბები

უილ სმიტს შესაძლოა „ოსკარი“ ჩამოართვან - უახლესი დეტალები

2022 წლის „ოსკარის“ შესახებ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. მას შემდეგ, რაც უილ სმიტმა კრის როკს სცენაზე სახეში ხელი გაარტყა, ამ ამბავმა ინტერნეტ-სივრცე მოიცვა.
Sputnik
დაპირისპირება უილ სმიტის ცოლზე ხუმრობას მოჰყვა, როდესაც წამყვანმა მის გადაპარსულ თმაზე გააკეთა აქცენტი.
ბევრი ამბობს, რომ ეს დადგმა იყო, თუმცა დაჯილდოების დასრულებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა სმიტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს ჩამორთმევის საფუძველი გახდეს.
2017 წელს მიღებული წესების მიხედვით, ჯილდოს გადაცემის დროს ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება აკრძალულია. ასევე ირკვევა, რომ კომიკოსი ჩივილს არ აპირებს. მაგრამ მაინც უილ სმიტი შესაძლოა ისტორიაში გახდეს პირველი მსახიობი, რომელსაც „ოსკარის“ ჯილდოს ჩამოართმევენ.