სტენინის კონკურსი 2022: ცნობილი გახდა პირველი შედეგები

Sputnik
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის მე-8 საერთაშორისო კონკურსმა (http://stenincontest.ru) ნამუშევრების მიღება დაასრულა და პირველი შედეგები შეაჯამა.
2022 წელს კონკურსზე 54 ქვეყნიდან დაახლოებით 3 ათასი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ყველაზე აქტიური საერთაშორისო მონაწილეების TOP-5-ში შედიოდნენ ფოტოჟურნალისტები ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან, ჩინეთიდან, ესპანეთიდან და ირანიდან. რუსეთის წარმომადგენელმა ფოტოგრაფებმა წელს ასევე შეინარჩუნეს კონკურსის ყველაზე აქტიური მონაწილეების სტატუსი.
ყველაზე პოპულარული ნომინაცია, რომელშიც ყველაზე მეტი განაცხადი იყო წარდგენილი, არის ნომინაცია „ჩემი პლანეტა“, რომელიც მსოფლიოს მრავალპოლარულობასა და მრავალფეროვნებას ასახავს — მის ბუნებრივ პეიზაჟებს, ეთნიკურ ტრადიციებს, ეროვნულ ჩვევებს.
ფოტოკონკურსში, მისი დაარსების მომენტიდან — 2014 წლიდან, წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა ნიკარაგუელმა ფოტოჟურნალისტებმა. მონაწილე ქვეყნების საერთო რაოდენობამ 130-ს გადააჭარბა.
კონკურსის პროფესიული ჟიური მუშაობას აპრილში დაიწყებს, ხოლო შორტ-ლისტი ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადდება ვებ-გვერდზე stenincontest.ru (http://stenincontest.ru).

კონკურსის შესახებ:

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც ორგანიზებას უწევს მედიაჯგუფი Россия Сегодня, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღების გამახვილებას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის გამოწვევებზე. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის — ნიჭიერი, მგრძნობიარე და ყველაფრისთვის ღია ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი ჩვენს ყურადღებას ამახვილებენ ჩვენ გარშემო მცხოვრებ ადამიანებსა და მიმდინარე მოვლენებზე.
კონკურსის საერთაშორისო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik (https://sputniknews.com), ტელეარხი და პორტალი RT (https://www.rt.com/), საინფორმაციო სააგენტო Askanews (https://www.askanews.it/), მედიაჰოლდინგი Independent Media (https://www.independentmedia.co.za/), საინფორმაციო სააგენტო Telam (https://www.telam.com.ar/), ახალი ამბების სააგენტო ANA (https://www.africannewsagency.com), Shanghai United Media Group (SUMG) (http://www.sumg.com.cn/English/), ინტერნეტ-პორტალი China Daily (http://www.chinadaily.com.cn), ინტერნეტ-პორტალი The Paper (https://www.thepaper.cn/), მედიაქსელი Al Mayadeen (https://www.almayadeen.net/, ეთიკური ფოტოგრაფიის ფესტივალი (www.festivaldellafotografiaetica.com).