ყვითელი ამბები

ნიკოლა კალაძე დედას ყვავილებს ჩუქნის - უსაყვარლესი ვიდეო

ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში უმცროსი კალაძის ვიდეოს აქვეყნებს.
Sputnik
დიზაინერმა სოციალურ ქსელში ზაფხულში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პატარა ნიკოლა დედას გვირილებს უკრეფს და აძლევს. „გავიკეთო?“ – ეკითხება ანუკი. როგორც ჩანს, ბიჭუნას ძალიან მოსწონს, როცა დედა ყვავილებს თმაში იმაგრებს.
ანუკი არეშიძეს და თბილისის მერს კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. ოჯახი წყნეთში ცხოვრობს.
ცნობილი მშობლები ხშირად აქვეყნებენ ვაჟების ვიდეოებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია.