ყვითელი ამბები

ინციდენტი „ოსკარის“ დაჯილდოებაზე - უილ სმიტმა კომიკოსს ცოლის გამო სახეში გაარტყა - ვიდეო

„ოსკარების“ ცერემონიაზე კომიკოს კრის როკს უილ სმიტისგან ყბაში მოხვდა.
Sputnik
ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2022 წლის „ოსკარის“ გამარჯვებული ფილმი ,,კოდა” გახდა, ხოლო თავად ღონისძიებას ექსცესებისა და დასამახსოვრებელი მომენტების გარეშე არ ჩაუვლია.
კომიკოსმა კრის როკმა ცერემონიაზე ჯადა პინკეტ-სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რამაც ჯადას ქმრის უილ სმიტის განრისხება გამოიწვია. სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა.
„ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო!“ – უთხრა სმიტმა. მოგვიანებით უილ სმიტს „მამაკაცის როლის“ საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ გადაეცა და მან სამადლობელ სიტყვაში ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ცნობისათვის, პინკეტ-სმიტს ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა არ ეზრდება.