საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა 166-ე და 173-მუხლების საფუძველზე – „მსუბუქი ხულიგნობა“ და „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა“.
მომიტინგეებმა ორი მთავარი მოთხოვნა დააყენეს: გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახადი და დღგ-ის გადასახადი გადავიდეს მცურავ რეჟიმზე, რაც, მათი აზრით, საწვავის ფასს 80-90 თეთრით გააიაფებს. დემონტრანტები 28 მარტს კვლავ გეგმავენ აქციის გამართვას. კვირას მსგავსი აქცია გაიმართა ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისსა და თელავში.