ყვითელი ამბები

„შვიდი კილო მოვიმატე ამერიკაში“ - ნუცა ბუზალაძე მკაცრ დიეტას იცავს

ნუცა ბუზალაძეს თურმე წონის პრობლემები აწუხებს.
Sputnik
მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, ახლა დუბაიში ცხოვრობს. ის სოციალურ ქსელში ხელმომწერებს Ask me a question-ის საშუალებით ესაუბრა, სადაც ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დაინტერესდა, თუ როგორ ინარჩუნებს ის კარგ ფორმას.
ყვითელი ამბები
ნუცა ბუზალაძე მაიამიდან ტანგიანი მამაკაცის ვიდეოს აქვეყნებს – ნახეთ ვინ მოხიბლა მომღერალი
ნუცა ბუზალაძე წერს, რომ ამერიკაში, სადაც სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა, 7 კილოგრამი მოიმატა, თუმცა, როგორც თავად წერს, „ისე იცვამდა, რომ არ ეტყობოდა“. ხოლო ახლა, როდესაც დუბაიშია, მკაცრ დიეტაზე იყო, რისი საშუალებითაც წონის დაკლება შეძლო.
როგორც ნუცა წერს, 14 დღე მხოლოდ სითხეებზე და იოგურტებზე იყო და ამის შედეგად დაიკლო მომატებული კილოგრამები. მომღერალი საქართველოდან დაახლოებით 7 თვის წინ წავიდა.