ყვითელი ამბები

50 წლის მარიო ჩიმარო პირველ შვილს ელოდება

მარიო ჩიმარომ ქართველი მაყურებლის გული დაიპყრო სერიალიდან „ფარული ვნება“.
Sputnik
ლათინურამერიკული სერიალების ვარსკვლავი, სერიალებში „ფარული ვნება” და „მეორე სიცოცხლე” მთავარი როლის შემსრულებელი, კუბელი მარიო ჩიმარო პირველ შვილს ელოდება.
ამის შესახებ მსახიობმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. მან ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და ხელმომწერებს სასიამოვნო სიახლე ასე ამცნო.
50 წლის მარიოსთვის ეს პირველი შვილია, რადგან წინა ქორწინებიდან მას შვილები არ ჰყავს. მისი რჩეული მოდელი ბრონისლავა გრეგუსოვაა. გოგონა მარიოზე 23 წლით უმცროსია.