თოვლი, ქარბუქი, ნისლი და დაბალი ტემპერატურა: სინოპტიკოსების პროგნოზი

ორშაბათს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება
Sputnik
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოში 28 მარტს ქარბუქი და ნალექია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, ხვალ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.