თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ATP-ის რეიტინგის 20-ე ნომერი) Miami Open 2022-ის მასტერსის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
ტურნირის მეორე წრეში მან ახალგაზრდა ამერიკელ ჯენსონ ბრუქსბისთან (Jenson Brooksby) ორ სეტში ანგარიშით 3:6, 1:6 წააგო. ბრუქსბი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 39-ე ადგილზეა და ეს მისი საუკეთესო შედეგია კარიერაში.
პირველ სეტში ბასილაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია ამერიკელს, მეორე სეტში კი ქართველმა ჩოგბურთელმა ვერც ერთი გეიმი ვერ აიღო. მან ერთადერთი გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე მოიგო.
მანამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ - 2019 და 2021 წლებში. მაშინ ორივე ბრძოლა ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
მაიამის ტურნირი 3 აპრილამდე გაგრძელდება. Miami Open 2022-ის საპრიზო ფონდი 8,6 მილიონი დოლარს შეადგენს.