მცხეთასთან ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილი თბილისის მიმართულებით შემხვედრ ზოლზე გადაადგილდებოდა.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატახტართან ავარიის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
ტელეარხ „მთავარის“ ინფორმაციით, ერთმანეთს OPEL-ისა და Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
თვითმხილველების თქმით, OPEL-ის მარკის ავტომობილი თბილისის მიმართულებით შემხვედრ ზოლზე გადაადგილდებოდა.
ავარიის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დგინდება ავარიის გამოწვევი მიზეზები.