თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე.
ერთმა მომხმარებელმა ამერიკელ მილიარდერს ჰკითხა, განიხილავს თუ არა ის ახალი სოციალური ქსელის შექმნას, რომელსაც ექნებოდა „ღია საწყისი კოდის ალგორითმი, სადაც სიტყვის თავისუფლებას და მის დაცვას პრიორიტეტი მიენიჭებოდა, სადაც პროპაგანდა მინიმალურია“.
„სერიოზულად ვფიქრობ ამაზე“, - უპასუხა მას მასკმა.
და გამომწერების განსახილველად გამოიტანა კითხვა: „არის თუ არა საჭირო ახალი პლატფორმა?"
მანამდე Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა საკუთარი თავი „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტად" დაახასიათა“.