აფეთქება ვარკეთილში ბენზინგასამართ სადგურზე - არიან დაშავებულები

თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად ცეცხლი მანქანას გაუჩნდა, შემდეგ კი ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. თბილისში, ვარკეთილის რაიონში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.
ტელეკომპანია Formula-ს ცნობით, დაშავებულია ორი ადამიანი.
თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად ცეცხლი მანქანას გაუჩნდა, შემდეგ კი ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.