COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 357: 27 მარტის კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.618.403 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.237), გარდაიცვალა – 16.708 (ბოლო 24 საათში – 4). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 636 პაციენტი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.646.316-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.618.403 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.237), გარდაიცვალა – 16.708 (ბოლო 24 საათში – 4). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 636 პაციენტი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 8.358 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.203, PCR–ტესტით – 2.155.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,27%, ბოლო 14 დღის – 4,49%, ბოლო 7 დღის – 3,53%.
სულ ჩატარებულია 2.853.040 აცრა, ერთ დღეში აცრილია 763 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო - stopcov.ge