თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებიდან 11 კილომეტრში 3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ბიძგები ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.