თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთეულ სრიალში მე-4 ადგილი დაიკავა.
საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეებისთვის ეს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ყვითელაშვილმა ჯამში 272,03 ქულა დააგროვა (თავისუფალ პროგრამაში - 179,42 ქულა, მოკლეში - 92,61).
მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა იაპონელმა შომა უნომ, მეორე ადგილზეა მისი თანაგუნდელი იუმა კაგიამა (297,60), მესამეზე კი ამერიკელი ვინსენტ ჟოუ (277,38) გავიდა.
მორის ყვითელაშვილი 27 წლისაა. ის ეთერ თუთბერიძის მოწაფეა. პეკინში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყვითელაშვილმა ვაჟთა ერთეულებში მეათე ადგილი დაიკავა.