COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი საქართველოში: როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 658-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.645.959-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 658 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 290 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 88, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 53, შიდა ქართლი - 46, კახეთი - 43, გურია - 43, აჭარა - 37, ქვემო ქართლი - 31, მცხეთა-მთიანეთი -12, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.478 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.615.166-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 6 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.704-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14.063 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 665 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 357, აჭარაში - 53, იმერეთში - 121.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 184 პირი, მათ შორის, თბილისში – 105, აჭარაში - 30, იმერეთში - 27.
13.398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 658-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.645.959-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.