მსოფლიო დღეს

გარდაიცვალა Foo Fighters-ის დრამერი ტეილორ ჰოკინსი

მუსიკოსი სამხრეთ ამერიკაში გასტროლების დროს გარდაიცვალა, ის 50 წლის იყო. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფ Foo Fighters-ის დრამერი ტეილორ ჰოკინსი სამხრეთ ამერიკაში გასტროლების დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯგუფი Twitter-ის გვერდზე იტყობინება.
მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ტეილორ ჰოკინსი 50 წლის იყო.
„Foo Fighters-ის ოჯახი განადგურებულია ჩვენი საყვარელი ტეილორ ჰოკინსის ტრაგიკული და ნაადრევი გარდაცვალების გამო. მისი მუსიკალური სული და გადამდები სიცილი სამუდამოდ დარჩება ჩვენთან ერთად. ჩვენი გულები არის მის მეუღლესთან, შვილებთან და ოჯახთან", - წერენ ჯგუფის წევრები. მათ ასევე თხოვნით მიმართეს თაყვანისმცემლებს, ჰოკინსის ოჯახს პატივი სცენ და არ შეაწუხონ ისინი.
ტეილორ ჰოკინსი
ჯგუფი The Foo Fighters 1994 წელს შექმნა დეივ გროლმა, რომელიც მანამდე Nirvana-ს დრამერი იყო.
ტეილორ ჰოკინსი Foo Fighters-ს 1997 წელს შეუერთდა. მან შეასრულა სინგლები Foo Fighters Cold Day in the Sun (2005), Sunday Rain (2017) და ზოგიერთი კომპოზიციის ქავერ-ვერსიებში.
Rolling Stone-ის ცნობით, როკ-ჯგუფი ამჟამად სამხრეთ ამერიკაში გასტროლებზეა და კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში Estéreo Picnic-ის ფესტივალზე უნდა წარდგეს.