დავით-გარეჯისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ქარბუქისა და ნამქერების გამო იყო დაწესებული.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.
აღნიშნულ გზაზე შეზღუდვა გუშინ, ქარბუქისა და ნამქერების გამო დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი