ყვითელი ამბები

„ყველა ჩემმა მეგობარმა იცის...“- რომელ ცნობილ ჟურნალისტთან ჰქონდა რომანი სოფო ბედიას ქმარს

მომღერალი სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი საზოგადოებამ მასთან ურთიერთობის გამჟღავნების შემდეგ გაიცნო.
Sputnik
„თბილსერვისში“ ერთ-ერთ მაღალ თანამდეობაზე მყოფი მიშა მესხი, რომელიც ცნობილი მომღერლის სოფო ბედიას ქმარია და საზოგადოებამაც სწორედ ამ სტატუსით გაიცნო, სტუმრად იმყოფებოდა გადაცემა „ფარულ კონვერტში“. ეს ჩანაწერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის ბოლო იქნება, რადგან გადაცემა „ფორმულაზე“ გადავიდა.
ყვითელი ამბები
„ჩემს ბუციკოს ვულოცავ დაბადებას...“ – სოფო ბედია ვიდეოს აქვეყნებს
გადაცემის წამყვანმა, მსახიობმა ია ფარულავამ მიშა მესხს სთხოვა გაეხსნა კონვერტი, სადაც წერია იმ ცნობილი ჟურნალისტის სახელი და გვარი, რომელთანაც კაცს ფარული რომანი ჰქონდა.
„ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ეს ისტორია“, – ამბობს გადაცემის ანონსში მიშა მესხი. გაამჟღავნებს თუ არა საყვარელი ქალის ვინაობას და მოიგებს თუ არა ამის გამო 5 ათას ლარს, ამას მაყურებელი გადაცემაში კვირას იხილავს.