დავით-გარეჯისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ქარბუქისა და ნამქერების გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. უამინდობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო–უდაბნო–დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და ნამქერების გამო აღნიშნული საავტომობილო გზის 30–40 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.